სავიზო ინფორმაცია იემენის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება იემენის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იემენის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ

2010 წლის თებერვლიდან იემენის რესპუბლიკის ვიზები აღარ გაიცემა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. ვიზის მოთხოვნამდე ვიზის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია იემენის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საემიგრაციო, ეროვნულ და საპასპორტო ორგანოს სავიზო განყოფილებაში. (Visa Section in the Immigration, Nationality and Passport Authority of the Ministery of Interior in Yemen).

იემენის რესპუბლიკის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლად სჭირდებათ მოწვევა (მოწვევის საფუძველზე იემენის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაიცემა სავიზო საიდენტიფიკაციო ნომერი). სავიზო საიდენტიფიკაციო ნომრის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ ვიზის მიღება შესაბამის საელჩოში, რისთვისაც მათ უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთები.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 1 ფოტო, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
  • სავიზო მოსაკრებელი 40 ევრო ერთჯერადი შესვლისთვის (3 თვის მოქმედების ვადით);
  • პასპორტის უკან გამოსაგზავნად კონვერტის წინასწარ გადახდილი თანხა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ. ანკარაში იემენის საკონსულო სამსახურის მისამართი:
Fethiye Sok. No:2, Buyukeeligi
06700, Ankara, Turkey
Phone: (90-312) 446 2637
(90-312) 446 3178
Fax: (90-312) 446 1778
Email: yemenemb@superonline.com

იემენის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.gov.ye/en/

ქ.ბერლინში იემენის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდი: http://www.botschaft-jemen.de/