სავიზო ინფორმაცია ინდოეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ინდოეთში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) ინდოეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

სავიზო განაცხადის ფორმა ივსება შემდეგ ინტერნეტ ბმულზე: http://indianvisaonline.gov.in/visa/indianVisaReg.jsp

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
  • ბილეთის და სასტუმროს ჯავშანი;
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • საკონსულო მოსაკრებელი.
  • ტურისტული ვიზა–23800 სომხური დრამი;
  • კონფერენს ვიზა–47600 სომხური დრამი;
  • ბიზნეს ვიზა–71400 სომხური დრამი

გრძელვადიანი ტიპის ვიზის (გარდა ტურისტული ვიზის ტიპის) მისაღებად სავალდებულოა განმცხადებელმა ბიომეტრიული მონაცემების აღების მიზნით პირადად შეიტანოს წარსადგენი საბუთები ქ.ერევანში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოში.

მოკლევადიანი მიზნით მგზავრობის შემთხვევაში,შესაძლებელია ვიზა მიღებულ იქნას შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთით და სავიზო განაცხადის შევსებით შემდეგ ინტერნეტ ბმულზე  
https://indianvisaonline.gov.in/visa/tvoa.html . პროცედურების დასრულების შემდეგ განმცხადებელზე გაიცემა ელექტრონული ვიზა. ელექტრონული ვიზის მიღების პირობები არ ვრცელდება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაზეებზე.


 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ერევანში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: Embassy of India, 50/2 Dzorapi Street, 0019 Yerevan, Armenia.
Telephone: Numbers: 00-374-10-539173 / 539174 / 539175
Fax: Numbers: 00-374-10-533984

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.indianembassy.am/

ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mea.gov.in/