სავიზო ინფორმაცია ინდონეზიის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ინდონეზიის რესპუბლიკაში შეუძლია ვიზის გარეშე გაემგზავროს და იმყოფებოდეს ინდონეზიის რესპუბლიკის ტერიტორიაზზე არა უმეტეს 30 (ოცდაათი) დღისა.იმ პირობით თუ საქართველოს მოქალაქის მგზავრობის მიზანს წარმოადგენს: ტურიზმი, ოჯახის წევრების მონახულება,სოციალური მიზანი, ხელოვნება და კულტურა, სამთავრობო ვიზიტი, სემინარში მონაწილეობის მიღება, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, ლექციის კითხვა, ინდონეზიაში განლაგებული სათაო ოფისის მიერ ორგანიზებულ  შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, ტრანზიტი. 
უვიზოდ მგზავრობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • დახურული ბილეთი;
  • და აქამდე არ უნდა ყოფილიყო  ე.წ. "შავ სიაში" 



იმ შემთვევაში თუ თვენი მგზავრობის მიზანი არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ სიაში უნდა მიიღოთ ინდონეზიის რესპუბლიკის შესაბამისი ვიზა.

ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნდიან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ indonezia.pdf;)
  • მოწვევა შესაბამისი მიმწვევი კომპანიისგან/პირისგან;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 3x4 ფოტო, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ.უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი,ცნობა ნაშთის შესახებ და ა.შ)
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • საკონსულო მოსაკრებელი 50 აშშ დოლარი;
  • ბილეთი დახურული თარიღით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.indonesianembassy.kiev.ua აგრეთვე ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.deplu.go.id/Pages/Default.aspx

ქ.კიევში (უკრაინა) ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
27-B Nagirnaya St. Kiev, Ukraine, 4107
Phone: (+380-44) 206-5446, (+380-44) 206-5447, (+380-44) 206-5448, (+380-44) 489-7633
Fax: (+380-44) 206-54-40
Email: kbri@indo.ru.kiev.ua
Website URL: www.indonesianembassy.kiev.ua

ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.deplu.go.id/Pages/Default.aspx