სავიზო ინფორმაცია ირლანდიაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ირლანდიაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა) ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • მოწვევა
  • სავიზო განაცხადის ფორმა: https://www.visas.inis.gov.ie/avats/OnlineHome2.aspx
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე თეთრ ფონზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროსი (ორიგინალი და მისი ასლი)
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი).
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა).
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • საკონსულო მოსაკრებელი 60 ევრო;
  • არასრულწოვანის შემთხვევაში:
  • მშობლების თანხმობა შვილის მგზავრობაზე ირლანდიაში, ინგლისურად ნათარგმნი და დამოწმებული;

საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.embassyofireland.bg

ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა) ირლანდიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: Platinum Business Centre, 26 – 30 Bacho Kiro Street, Sofia 1000.
Tel: 00359 2 985 3425
Fax: 00359 2 983 3302

ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.foreignaffairs.gov.ie/home/index.aspx

ირლანდიის საელჩოს ვებ–გვერდი ქ.სოფიაში: http://web.dfa.ie/home/index.aspx?id=35054