ისლანდიის რესპუბლიკა

  
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ისლანდიაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en

 

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.

 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
 
  • ბიომეტრიული პასპორტი;                                              
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
 
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.
 
 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 
უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევსhttp://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზეhttps://www.geoconsul.gov.ge/ka   
 
  
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ისლანდიაში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!
 
ვიზა გაიცემა ქ. თბილისში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
 
მოკლევადიანი ვიზის მისაღებად საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

 
  • სავიზო ანკეტა სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე). სავიზო ანკეტა     
  • პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს დაგეგმილი მოგზაურობის დასრულების თარიღს და გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ თავისუფალ გვერდისა + 1 ქსეროასლი);
  • ძალაში მყოფი და ძალაში არ მყოფი ვიზების ასლები + ძველი პასპორტი;
  • პირადობის მოწმობა + 1 ქსეროასლი;
  • 1 ბიომეტრიული ფოტოსურათი, გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ბილეთის ჯავშანი დახურული თარიღით;
  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, რომელიც უნდა მოქმედებდეს შენგენის მთელ ტერიტორიაზე პირის დაგეგმილი მთლიანი დღეების რაოდენობას+15 დღიან პერიოდს. მინიმალური სადაზღვეო უზრუნველყოფა უნდა შეადგენდეს 30.000 ევროს (ორიგინალი და მისი ასლი);
  • ცნობა სამსახურიდან ხელფასის მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე);
  • ფინანსური გარანტიები (საბანკო ამონაწერი ბოლო 3 თვის ფულის მიმოქცევის შესახებ, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ).
  • სტუდენტებისა და მოსწავლეების გამგზავრების შემთხვევაში, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სკოლიდან, ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული;
  • საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს, რომლის გადახდაც ხდება მხოლოდ შესაბამისი ექვივალენტით ლარში;

 
იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (აღნიშნულ ნებართვაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები), ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე. ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ ენაზე.
 
 
სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე:

https://ge.ambafrance.org/article2114
https://ge.ambafrance.org/article2115
 

ისლანდიის ვიზის მიღების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ  სავიზო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით  საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გასაუბრების თარიღის დასანიშნად უნდა  დარეკოს საკონსულოში შემდეგ ნომერზე: +995 (32) 272 14 01 ან გამოაგზავნოს შეტყობინება პიროვნების მონაცემებისა და კოორდინატების მითითებით შემდეგ ელ. მისამართზეconsulat.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr

ზარები მიიღება ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 9:00 სთ-დან -13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე და პარასკევს 9:00 სთ-დან -13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 16 :30 სთ-მდე.

განაცხადი შეტანილი უნდა იყოს მინიმუმ 15 დღით და მაქსიმუმ 3 თვით ადრე გამგზავრებამდე. ვიზის დამუშავების პერიოდი მოიცავს 5-15 სამუშაო დღემდე (მას მერე რაც ყველა საჭირო საბუთი იქნება წარმოდგენილი).
 
საფრანგეთის საკონსულოში საბუთების (ორიგინალი და ასლი) ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ. საჭიროების შემთხვევაში საელჩომ შეიძლება  მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

 
მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე: https://ge.ambafrance.org
 
. თბილისში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მისამართი:
კრწანისის ქ.49, 0114 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 272-14-90
ფაქსი: (+995 32) 272-13-55
ელ.ფოსტა: contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr  
ვებ-გვერდი: https://ge.ambafrance.org
 
ისლანდიის D ტიპის ეროვნული ვიზა (91 დან 365 დღემდე-გრძელვადიანი) გაიცემა ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატის მიერ.

.რეიკიავიკში (ისლანდია) საიმიგრაციო დირექტორატის მისამართი:
Skógarhlíð 6, 105 Reykjavík-Iceland
ტელ: (+354) 444-09-00
ელ.ფოსტა: utl@utl.is   
ვებ-გვერდი: http://www.utl.is/index.php/en/  
 
ისლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.mfa.is