სავიზო ინფორმაცია კაბო ვერდეს რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება კაბო ვერდეს რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ბერლინში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. ვიზის მიღება შესაძლებელია აგრეთვე კაბო ვერდეს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 35 ევრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან! აგრეთვე, კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.governo.cv/

კაბო ვერდეს რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. ბერლინში:
მისამართი: Stavanger Str. 16, 10439 Berlin
ტელ: +49 30 20 45 09 55
ფაქსი: +49 30 20 45 09 66
E-Mail: info@embassy-capeverde.de
website: http://embassy-capeverde.de