სავიზო ინფორმაცია კენიის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება კენიის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ/ან საზღვარზე, მომწვევი მხარის მიერ ვიზის საზღვარზე უზრუნველყოფის შემთხვევაში.


კენიაში მოკლევადიანი მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, შესაძლებელია ვიზა მიღებულ იქნას შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვით და სავიზო განაცხადის შევსებით შემდეგ ინტერნეტბმულზე:  http://www.kenemb.ru/en/consular/immigration-requirements.html  პროცედურების დასრულების შემდეგ განმცხადებელზე გაიცემა ელექტრონული ვიზა

 

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით ;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 40 ევრო ერთჯერადი, 80 ევრო მრავალჯერადი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან! აგრეთვე, კენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mfa.go.ke/

კენიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. ბრიუსელში:
მისამართი: Avenue Winston Churchilllan 208, 1180 Brussels
ტელ.: +32 2 3401072
ფაქსი: + 32 2 3401068, +32 2 3401062
Email: consular@kenyabrussels.com