სავიზო ინფორმაცია კოლუმბიის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

კოლუმბიის რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესებულია უვიზო რეჟიმი (ტურისტული მიზნებისათვის).

 ვიზის მისაღებად საქართელოს მოქალქემ უნდა მიმართოს ქ.ვარშავაში (პოლონეთის რესპუბლიკა) ან ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) კოლუმბიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა ივსება შემდეგ ბმულზე http://www.cancilleria.gov.co/tramites_servicios/visas/solicitud-visa-linea ;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით ;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • სავიზო მოსაკრებელი-50 აშშ უნდა იქნას გადახდილი სავიზო განაცხადის შევსების დროს .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.cancilleria.gov.co/wps/portal/espanol

კოლუმბიის ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.ვარშავაში კოლუმბიის საელჩოში:
Embassy of Colombia in Warsaw, Poland
Ul Zwyciezcow 29 03-936
Warsaw, Poland
City: Warsaw
Phone: 009 48 22 6177157
009 48 22 6170973
Fax: 009 48 22 6176684
Email: evarsovia@minrelext.gov.co

ქ.მოსკოვში კოლუმბიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი:Ul. Burdenko 20
119121 Moscow Russia
ტელ: +7 (499) 248 30 84
+7 (499) 248 30 17
ფაქსი: +7 (499) 248 30 03
ელფოსტა: colombia@colombia.ru