სავიზო ინფორმაცია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (დედაქალაქი კინშასა) ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა ტროპიკული ცხელების ვაქცინაციის შესახებ (გაცემული ბოლო 6 თვის მანძილზე)
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ/ფრანგულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ), სტუდენტებისთვის ცნობა სასწავლებლიდან;
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • არასრულწლოვანებმა (18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლების ნებართვა და დაბადების მოწმობა, ორივე დოკუმენტი ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე ნაათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
  • სავიზო მოსაკრებელი:
  • ერთ თვიანი მოკლევადიანი ვიზა ერთჯერადი შესვლით 75 აშშ დოლარი;
  • ერთ თვიანი ვიზა მრავალჯერადი შესვლით 90 აშშ დოლარი;
  • გრძელვადიანი ვიზა მრავალჯერადი შესვლით 220 აშშ დოლარი.
  • ყველა ქართული საბუთი ბარდება ინგლისურ ან ფრანგულ თარგმანთნ ერთად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ. პარიზში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
32, Cours Albert 1er
75008 Paris, France
ტელ: (+33) 1 42.25.57.50
ფაქსი: (+33) 1 45.62.16.52, (+33) 1 43.59.30.21
ელ.ფოსტა: ambacongoparis@orange.fr
ვებ-გვერდი: www.ambardcparis.com