სავიზო ინფორმაცია კონგოს რესპუბლიკაში (დედაქალაქი ბრაზავილი) გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება კონგოს რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ლონდონში (დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სამედიცინო ცნობა ტროპიკული ციებ-ცხელების, მალარიის, ხოლერის და ტეტანუსის აცრების;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 15 დღის მოქმედების ვიზა 60 ფუნტ სტერლინგი, 90 დღის მოქმედების ვადის 150 ფუნტ სტერლინგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

კონგოს რესპუბლიკის კოორდინატები ქ. ლონდონში:
მისამართი: The Honorary Consulate of the Congo-Brazzaville 3rd Floor,
Holborn Gate (HRG) 26 Southampton Buildings London. WC2A 1PN
ტელ: 44203 077 9958
ფაქსი: 44207 404 6810
Email: republicofcongo25@yahoo.co.uk