სავიზო ინფორმაცია კორეის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება კორეის რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს (თბილისის ოფისი) საკონსულო სექციის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

(საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ)

  • სავიზო განაცხადის ფორმა
  • პასპორტი (მოქმედი შემდეგი 3 თვის მანძილზე) და მისი ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • მოქმედი ვიზების ასლები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე თეთრ ფონზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა (ორიგინალი და მისი ასლი);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის შესახებ).
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • საკონსულო მოსაკრებელი - 40 აშშ დოლარი.

სავიზო განაცხადების მიღება და ვიზების გაცემა შესაძლებელია სამშაბათს და ხუთშაბათს 10:00-დან 12:00-მდე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საკონსულო სექციის კოორდინატები:

მისამართი: 0179 საქართველო, თბილისი, ტიციან ტაბიძის 12

ტელ: (+995 32) 297 03 18, (+995 32) 297 03 20

კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.go.kr/