სავიზო ინფორმაცია კოსტა რიკას რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება კოსტა რიკას რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.სტამბოლში(თურქეთის რესპუბლიკა) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს აშშ–ს, კანადის, კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა), იაპონიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან შენგენის ტიპის ტურისტულ ან ბიზნესის კატეგორიის ვიზებს და რომელთა ვადაც შეადგენს მინიმუმ 3 თვეს კოსტა–რიკაში შესვლის მომენტისათვის, ქვეყანაში შესასვლელად და 30 დღით ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. პასპორტის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე ქვეყანაში შესვლის მომენტისათვის.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს აშშ–ს, კანადის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცხოვრების ნებართვას და რომელთა ვადაც შეადგენს მინიმუმ 6 თვეს კოსტა–რიკაში შესვლის მომენტისათვის, ქვეყანაში შესასვლელად და 30 დღით ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. პასპორტის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე ქვეყანაში შესვლის მომენტისათვის.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოქმედი ვიზების ასლები,
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • დაბადების მოწმობა ინგლისურად ნათარგმნი და დამოწმებული;
  • წერილი კონსულის ბ-ნ ჰ.სერჰან სუზერის სახელზე, რომელშიც უდნა იქნას წარმოდგენილი: აპლიკანტის სახელი და გვარი, ეროვნება, პასპორტის ნომერი, საცხოვრებელის მისამართი, მგზავრობის მიზანი,კოსტა რიკაში ყოფნის დრო, ჩასვლის ადგილი და თარიღი/კოსტა რიკიდან გამომზგავრების თარიღი, პროფესია, კოსტა რიკაში საცხოვრებლი მისამართი, ფაქსის ნომერი, ხელმოწერა, დამატებით შეიძლება იქნას წარმოდგენილი: საბანკო ამონაწერი.
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • ცნობა ნასამართლეობაზე ინგლისურად
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან! აგრეთვე კოსტა-რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.rree.go.cr/

კოსტა რიკის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.სტამბოლში:
მისამართი: Costa Rica H. Consulate
Askerocagi Cad. Suzer Plaza #9,
4th floor, Elmadag,
34367 Sisli –Istanbul – Turkey
ტელ: +90 212 334 4646
ფაქსი: +90 212 334 4647
ვებ-გვერდი: www.costaricaconsulistanbul.com