სავიზო ინფორმაცია კოტ დიუარის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება კოტ დიუარის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია)საელჩოს კოტ დიუარის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა)
  • ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • მოწვევა
  • ცნობა დამსაქმებლისგან თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე
  • შესაბამისი საკონსულო მსოაკრებელი.

ასევე შესაძლებელია კოდ დიუარის ელექტრონული ვიზის მიღება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.snedai.com/en/​ 
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ.მოსკოვში კოტ დიუარის რესპუბლიკის საელჩოს მისამართი:
14/9 Korobeinikov Pereoulok 119034, Moscow, Russian Federation
Tél : (7095) 201.23.11 / 201.24.00 / 201.23.75
www.ambaci-russie.org