სავიზო ინფორმაცია ლიბერიის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ლიბერიის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ). ვიზა გაიცემა ქ.ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოქმედი ვიზების ასლები;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • აცრის ცნობა ყვითელ ციებაზე ნათარგმნი ინგლისურად;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 45 ფუნტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

აგრეთვე ლიბერიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.foreign.gov.ly/online/

ლიბერიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი:23 Fitzroy Square, London, England W1T 6EW
ტელ: (+44) 20 7388 5489
ფაქსი: +44 20 7380 1593
ვებ-გვერდი: http://www.embassyofliberia.org.uk/
ელფოსტა: liberianembassy@yahoo.co.uk