ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 

 
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!
 

C ტიპის ვიზა (90 დღემდე მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში ჰოლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

D ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე გრძელვადიანი) გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

 

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა http://georgia.nlembassy.org/ );
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ლუქსემბურგის მოქალაქისგან ან ლუქსემბურგის მუდმივი რეზიდენტი უცხოელისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი ასლი.იმ შემთვევაში თუ მომწვევი მეუღლესთან ერთად ფლობს ქონებას, მოწვევას მეუღლეც აწერს ხელს;
  • მომწვევის პასპორტის ასლი;
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი (თვიური წმინდა შემოსავლის მინიმალური თანხა 1.186,37 ევრო)
  • სტუდბილეთი, თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
  • ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი;
  • სრული ბილეთის ჯავშანი;
  • განაცხადის დამუშავების საფასური 35 ევრო
  • სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის (ორიგინალი და ასლი) დამატებითი დღე 15 დღე;
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა: მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უდნა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია: ქ. თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდზე https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblis
 

ქ. თბილისში ჰოლანდიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ილია ჭავჭავაძს გამზირი N34, პიქსელის ცენტრი, თბილისი
ტელ: 2276200, 2276222
ელფოსტა: tbi-ca@minbuza.nl
ვებ გვერდი: https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblisi​

 

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.minbuza.nl/

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი: https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblisi 

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.gouvernement.lu/ministeres/mae.html

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩოს კოორდინატები ქ.ანკარაში:
მისამართი: Reşit Galip caddesi no: 70/2 GOP 06700 Ankara TURKEY
Tel: (+90) 312.459 14 00
Fax: (+90) 312 436 50 55
E-mail: ankara.amb@mae.etat.lu