სავიზო ინფორმაცია მაროკოს სამეფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება მაროკოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) მაროკოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა
  • მოწვევა
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ბილეთის და სასტუმროს ჯავშანი
  • 50 აშშ დოლარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
აგრეთვე მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.maec.gov.ma/

მაროკოს სამეფოს საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: str. Ivana Fedorova, 12, 03680 , Kiev , Ukraine
ტელ: +38-044-284-3326
ფაქსი: +38-044-568-5884
ელფოსტა: morocco@kiev.farlep.net