სავიზო ინფორმაცია მექსიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის


საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება მექსიკის შეერთებული შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს აკანადის, აშშ-ს, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ან შენგენის ზონის წევრი ნებისმიერი ქვეყნის მოქმედ ვიზას უფლება აქვს შევიდეს მექსიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე.


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, შენგენის წევრი ქვეყნების, კანადისა და იაპონიის მუდმივი ცხოვრების ნებართვას უფლება აქვთ ტურისტულად იმოგზაურონ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.
 
საქართველოს მოქალაქემ ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს თბილისში, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას ქ.ანკარაში არსებულ მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოში. მას შემდეგ რაც საელჩო დააკმაყოფილებს აღნიშნული დოკუმენტაციის სტატუსს, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს სავიზო დოკუმენტაციის გადაგზავნა თურქეთში და  სავიზო მოსაკრებელის გადახდა 36 აშშ დოლარის ოდენობით. ვიზის განხილვა ხორციელდება ორ სამუშაო  დღის ვადაში, ვიზირებული პასპორტი უბრუნდება ადრესატს ფოსტის საშუალებით.
 
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://embamex.sre.gob.mx/turquia/index.php/es/servicios-extranjeros/visa-azgeokazturk

მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს კოორდინატები :
მისამართი:  თბილისი, წერეთლის გამზ.114 ,0119
ტელ: +995 322 94 26 09

infoccbg@caucasus.net
 
consulmex@caucasus.net 
 

 

ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინატები:
Kirkipinar Sokak No. 18/6; 06540 Ankara,Turkey
Phone: +90-312-442-3033, +90-312-442-2382, +90-312-442-2507, +90-312-441-9424,+90-312-441-9454
Fax: +90-312-442-0221

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.sre.gob.mx