სავიზო ინფორმაცია მექსიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 


საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება მექსიკის შეერთებული შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს აშშ-ს, შენგენის ზონის წევრი ნებისმიერი ქვეყნის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა ან  ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედ მრავალჯერად ვიზას, უფლება აქვს შევიდეს მექსიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, შენგენის წევრი ქვეყნების, კანადისა და იაპონიის მუდმივი ცხოვრების ნებართვას უფლება აქვთ ტურისტულად იმოგზაურონ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.

საქართველოს მოქალაქემ ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს ქ. თბილისში, წერეთლის გამზირი N114 ( სს ’’კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’-ს შენობა მე-2 სართული), რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას  ქ. ანკარაში არსებულ მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოში. მას შემდეგ რაც საელჩო დააკმაყოფილებს აღნიშნული დოკუმენტაციის სტატუსს, განმცხადებელთან შეთანხმებით დაინიშნება ქ. ანკარაში ჩასვლის თარიღი ბიომეტრიული (თითის ანაბეჭდები) მონაცემების ჩაბარების მიზნით.

ქ. ანკარაში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამოცხადებისას განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს სავიზო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალის წარდგენა და სავიზო მოსაკრებლის გადახდა 36 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე:

The Embassy’s account is on Vakifbank
Client: Embassy of Mexico in Ankara (visa fee)
Account Number: 00158048000951053
IBAN: TR 4800 0150 0158 0480 0095 1053 
SWIFT Code: TVBATR2A

 
საკონსულოში ელექტრონული ვერსიწარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი (საბუთები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე):

  1. პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე (ასლი);
  2. სავიზო განაცხადის ფორმა 1 ბიომეტრიული ფოტოთი (გადაღებული თეთრ ფონზე, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, 3*4 ფორმატში სათვალის გარეშე) https://embamex2.sre.gob.mx/turquia/images/phocadownload/visaing.pdf
  3. ცნობა დამსაქმებლისგან, ცნობაში უნდა იქნას მითითებული განმცხადებლის პირადი მონაცემები ( სახელი, გვარი და პირადი ნომერი), თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით; დამსაქმებლის რეკვიზიტები;
  4. განმცხადებლის სახელფასო ამონაბეჭდი დამსაქმებლისგან ბოლო 3 თვის მანძილზე ცხრილის სახით ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული;
  5. განმცხადებლის სახელფასო ამონაბეჭდი ბანკიდან ბოლო 3 თვის მანძილზე ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული ყოველ გვერდზე;
  6. პირადი დანაზოგის ამონაბეჭდი ბანკიდან (თუ ასეთი არის) ბოლო 3 თვის მანძილზე ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული;
  7. ორიგინალი მოწვევა ბეჭდიანი და ხელმოწერილი  (თუ ასეთი არის) პირადი მონაცემების და მიზნის  მითითებით;

პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);
არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე ნოტარიალურად დამოწმებული. ინტერვიუს დროს მშობლები აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ვიზის აღების პროცედურას);
ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ) თუ ასეთი არის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან

მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულო
თბილისი, წერეთლის ქ. 114, ტელ: +995 322 94 26 09
(სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“’-ს შენობა მე-2 სართული)
info@ccbg.ge
consulmex@consulate.ge

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე:
https://embamex2.sre.gob.mx/turquia/index.php/consular-services/visa-issue

მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისამართი ქ.ანკარა (თურქეთის რესპუბლიკა)
Kirkipinar Sokak No. 18/6; 06540 Ankara,Turkey
Phone: 00 90-312-442-3033