სავიზო ინფორმაცია მონტენეგროში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 
ყურადღება!

2017 წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონტენეგროს ტერიტორიაზე შევიდნენ ვიზის გარეშე და დარჩნენ არაუმეტეს 30 დღისა.
 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება მონტენეგროში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

C ტიპის ვიზა (90 დღემდე მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

გრძელვადიანი D ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე) გაიცემა ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) მონტენეგროს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საქართვლოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ შენგენის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას, მონტენეგროს ტერიტორიაზე 7 დღემდე ყოფნისათვის არ ესაჭიროებათ მონტენეგროს ნაციონალური ვიზა.

მოკლევადიანი ვიზა გაიცემა ქ.თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა http://www.mfa.bg/en/25/pages/view/3033;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 3 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • მოქმედი ვიზების ასლები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე თეთრ ფონზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროსი რომელიც ფარავს მთლიანად მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის);
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი);
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ/ბულგარულ ენებზე ნოტარიუსის მიერ ნათარგმნი და დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა).
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • საკონსულო მოსაკრებლის გადახდის თაობაზე შესაბამისი გადახდის ქვითარი;
  • არასრულწოვანის შემთხვევაში;
  • დაბადების მოწმობა ორიგინალი;
  • მშობლების თანხმობა შვილის მგზავრობაზე ბულგარეთში ინგლისურად/ბულგარულად ნათარგმნი და დამოწმებული;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ.თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
დ.აღმაშენებლის გამზ.61, თბილისი
ტელ: +99532 91-01-94 (95)
ფაქსი: +99532 91-02-70
ელფოსტა: Embassy.Tbilisi@mfa.bg

ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) მონტენეგროს საელჩოს საკონსულო სამსახურის კოორდინატები:
Mitnaja 3, office 23-25, entrance no. 2,
119049 Moscow
Telephone: +7 495 230-18-65

მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mip.gov.me/en/