ინფორმაცია მონტენეგროში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 
2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება მონტენეგროში შეუძლია ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს მონტენეგროს ტერიტორიაზე  შესვლის თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღემდე.
 
მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mvp.gov.me/en/sections/consular-affairs/visa-regimes-for-foreign-citizens/
 

 

გრძელვადიანი D ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე) გაიცემა ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) მონტენეგროს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

 

ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) მონტენეგროს საელჩოს საკონსულო სამსახურის კოორდინატები:
Mitnaja 3, office 23-25, entrance no. 2,
119049 Moscow
Telephone: +7 495 230-18-65

მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mip.gov.me/en/