სავიზო ინფორმაცია ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ნიგერიის ფედერალურ რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა)ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • მოწვევის ორიგინალი(უნდა გადაიგზავნოს საელჩოში)
  • თანამშრომლობის სერთიფიკატის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელს იწვევს კომპანია)
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი (ყვითელი ციებ ცხელება)
  • სავიზო მოსაკრებელი უნდა იქნას გადახდილი შემდეგ მისამართზე: http://www.immigration.gov.ng
  • გადახდის ქვითარი
  • საბანკო ამონაწერი უკანასკნელი 6 თვის
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ.კიევში (უკრაინა) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს მისამართი:
Provulok Vasylkivskyi 12, Kyiv, 03118, Ukraine
ტელეფონი: +38 (044) 258-18-54; +38 (044) 259-99-42

ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.ng/index2.php