სავიზო ინფორმაცია ნიგერში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ნიგერში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის(თუ რჩებით კერძო პირთან: ამ პირის პირადი ნომერი, ტელეფონი,მისამართი,პასპორტის ასლი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია);
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი:61 ევრო ერთჯერადი/100 ევრო-მრავალჯერადი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ნიგერის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი: http://www.mfa.gov.ng/index2.php

ქ.მოსკოვში ნიგერის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი:Kursowoi Per. 7/31, Moscow,
Moscow 11903, Russia
ტელ: (+7-495) 2900101, 2903572
ფაქსი: (+7-495) 2004251/2