სავიზო ინფორმაცია ომანის სასულთნოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ომანის სასულთნოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა)ომანის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა, რომელიც ივსება შემდეგ ონლაინ ვებ-გვერდზე: http://www.rop.gov.om/visa/english/onlineservices_visaapplication_main.aspx
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით ;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ. ანკარაში ომანის სასულთნოს საელჩოს კოორდინატები:
Besim Atalay sok.No: 7 Ankara, Turkey
ტელ: (+90) 312 491 0940; (+90) 312 491 0941 / 312 491 0944
ფაქსი: (+90) 312 490 0682
ელ.ფოსტა: omanembassy@yahoo.com

ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.gov.om