ინფორმაცია პერუში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება პერუში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).
ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) პერუს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
 
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ორი გზის ბილეთის ჯავშანი
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • სასტუმროს ჯავშანი სასტუმროს საკონტაკტო ინფორმაციით
 
ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ასლი აგრეთვე უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე peruvize@gmail.com. ამ დოკუმენტაციის მიღების და დადასტურების შემდეგ გეცნობებათ ინფორმაცია გადახდის პირობებზე და შემდგომ პროცედურებზე.
საკონსულო მოსაკრებლის გადახდა 30 აშშ დოლარის ოდენობით უნდა მოხდეს  უშუალოდ თურქეთში.
ბანკის მონაცემები:
Garanti Bank
Gaziosmanpaşa Branch-Ankara
Account Name: Embassy of Republic of Peru
IBAN: TR14 0006 2000 3240 0009 0870 70 (USD account)
 
.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) პერუს საელჩოს კოორდინატები:

Cinnah Caddesi no: 58, 06690, Cankaya, Ankara, Turkey
Resit Galip Cad. 70/1 GOP, Ankara
Tel : +90 312 446 90 39
+90 312 448 14 36
peruvize@gmail.com
 
 
 

პერუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.rree.gob.pe/