პოლონეთის რესპუბლიკა 

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთის რესპუბლიკაში
გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!

 

ვიზები გაიცემა ქ.თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი), ფოტოსურათიანი გვერდის ქსეროასლით:
  • მინიმუმ სამი თვის მოქმედებით პოლონეთიდან/შენგენის ზონიდან დაგეგმილი გამომგზავრების მომენტიდან;
  • მინიმუმ 2 თავისუფალი გვერდით;
  • გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში.
  • შევსებული და ხელმოწერილი სავიზო ანკეტა(შევსებული პოლონურად ან ინგლისურად) http://www.tbilisi.polemb.net/
  • ბიომეტრული ფოტოსურათი (3,5 x 4,5);
  • სავიზო მოსაკრებელი 35 ევრო;
  • სამედიცინო დაზღვევა მინიმუმ 30 ათასი ევროს ოდენობის, რომელიც მოქმედებს მთელ შენგენის ზონაში ქსეროასლით.
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (ნათარგმნი ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
  • ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ოჯახის წევრთან ერთად მიემგზავრება (მაგ: ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა (ნათარგმნი ინგლისურად ან რუსულად ქსეროასლით);
  • არასრულწოვანის გამგზავრების შემთხვევაში, მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (ნათარგმნი ინგლისურად ან რუსულად ქსერო ასლით);
  • შემავსებელი, მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორებიცაა:
  • გამგზავრების მიზანი:
  • მოსაწვევი ფიზიკური პირისაგან ორიგინალი (დამტკიცებული ვოევოდის მიერ) ქსეროასლით;
  • მოსაწვევი იურიდიული პირისაგან ორიგინალი ან ფაქსით გამოგზავნილი (მონაცემები მომწვევი ფირმის/ორგანიზაციის შესახებ,
  • მოსაწვევი პირის მონაცემები, ჩასვლის მიზანი, ვიზიტის ხანგრძლივობა, ვინ დაფარავს მოწვეული პირის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის ხარჯებს);
  • პოლონეთში ტურისტული მომსახურების ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი (ტურისტული ვიზის შემთხვევაში) ან სასტუმროს ჯავშანი;
  • საქმეთა სამინისტროს ან საელჩოს ნოტა;
  • ვოევოდის მიერ გაცემული სამუშაო ნებართვა უცოელისათვის (მუშაობის მიზნით),
  • ქმედითი ცნობა სკოლიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან (სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მიზნით).
  • დროებითი საცხოვრებელი ადგილის/სასტუმროს მისამართი;
  • გამგზავრების, ყოფნისა და პოლონეთიდან ან შენგენის ზონიდან გამომგზავრებისათვის საჭირო ფინანსური საშუალების ფლობა;
  • მზადყოფნა, რომ ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვოთ შენგენის ტერიტორია;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ქ.თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.tbilisi.polemb.net/

ქ.თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
ძმები ზუბალაშვილების ქ.19
0108 თბილისი, საქართველო
ტელ: 292 03 98
ფაქსი: 292 03 97
ელ-ფოსტა: tbilisi.amb.sekretariat@msz.gov.pl

საკონსულო განყოფილება
ტელ: 293 62 36
ფაქსი: 293 62 31

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.msz.gov.pl/