სავიზო ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 
ყურადღება !
 
რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც ჩადიან მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში FIFA 2018 და კონფედერაციის თასზე FIFA 2017, როგორც საფეხბურთო მატჩების მაყურებლები, რუსეთის ფედერაციაში შესვლა და რუსეთის ფედერაციიდან გასვლა ხორციელდება ვიზების გაფორმების გარეშე.

უვიზო შესვლის პირობაა მოქმედი და რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და აგრეთვე, მაყურებლის პერსონიფიცირებული ბარათის (გულშემატკივრის პასპორტის) ქონა.
 
 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება რუსეთის ფედერაციაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (კერძო, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
 

  • სავიზო განაცხადის ფორმა (თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი);
  • პასპორტი, რომელიც მოქმედი იქნება თქვენს მიერ რუსეთის ფედერაციიდან გამომგზავრების სავარაუდო თარიღის შემდგომი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და მისი ასლი (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორი სუფთა გვერდისა);
  • ფოტო ბიომეტრიული, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
  • ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და/ან  ელექტრონული ბილეთის ასლი);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა დამსაქმებლისგან რუსულ ენაზე;
  • ფინანსური გარანტია (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და/ან საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა);
  • მოწვევა ;
  • სავიზო მოსაკრებელი:

ერთჯერადი-60 აშშ დოლარი (5 სამუშაო დღე)
ერთჯერადი სასწრაფო -110 აშშ დოლარი (1-3 სამუშაო დღემდე)
მრავალჯერადი 1 წლიანი-160 აშშ დოლარი
მრავალჯერადი 1 წლიანი სასწრაფო-310 აშშ დოლარი
 
ასევე გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას!
შენიშვნა: საბუთების ჩაბარება ხდება განმცხადებლის მიერ პირადად. გასაუბრების დრო უნდა დაინიშნოს ვებ გვერდის მეშვეობით http://www.georgia.mid.ru/ ან პირადი გამოცხადებით  შემდეგ მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამზირი 9:00 დან 13:30 მდე ან 15:00 დან 17:00 მდე (თან იქონიეთ პასპორტი).
 
2015 წლის 23 დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციის ვიზები გაიცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქისა და იურიდიული პირების მოწვევის საფუძველზე, რომლებიც ფორმდება საიმიგრაციო სამსახურის ტერიტორიულ და სტრუქტურულ  დანაყოფებში.
არსებობს მოწვევის ორი ფორმა - ელექტრონული  და ქაღალდის ბლანკზე შედგენილი. მოწვევა ფორმდება შუამდგომლობის ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღეში. აუცილებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში (მძიმე ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება და ა.შ) შესაძლებელია მოწვევა გაფორმდეს - 5 სამუშაო დღეშიც.
აღსანიშნავია, რომ თუ მიწვეული პირი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს დაარღვევს ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დაწესებულ მგზავრობის /ყოფნის წესებს ან თუ მიწვეული პირის მიერ წარდგენილი იქნება არასწორი ან არასრული  ინფორმაცია საელჩოში მიმწვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა.
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mid.ru

 

შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მისამართი ქ. თბილისში:
0162 თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი. #51
ტელ: 291-24-06, 291-26-45, 291-26-75
ფაქსი: 291-27-38
ელფოსტა: russianconsulate@caucasus.net
ვებ-გვერდი: http://www.georgia.mid.ru/

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mid.ru/