სავიზო ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

2015 წლის 1 ივნისიდან შეიცვალა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვიზის მიღებისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 18 წლამდე მოზარდებთან ერთად მგზავრობის პროცედურები.
 

  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვიზის მიღების მსურველებმა უნდა პირადად მიმართონ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საელჩოებს/საკონსულოებს, რათა მოხდეს ბიომეტრიული მონაცემების (თითის ანაბეჭდების) ჩაბარება
  • ბიომეტრიული პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • საკონსულო მოსაკრებელი 65 აშშ დოლარი;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);p
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ; საბანკო ამონაწერი და აშ.);
  • ბილეთის ჯავშანი;
  • სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის(ორიგინალი და ასლი);
  • დოკუმენტაცია რომელიც ადასტურებს მგზავრობის მიზანს და ხანგრძლივობას;
  • სამხრეთ აფრიკის მოქალაქისგან მოწვევის ორიგინალი + ასლი, მიმწვევის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
  • მოწვევაში უნდა იქნას მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • დასტური იმისა ,რომ მიმწვევი თავის თავზე იღებს მგზავრობიდ ხარჯებს.
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა: მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი უნდა იქნას წარმოდგენილი თარგმანთნ ერთად უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

           არასრულწლოვანის შემთხვევაში:
 
  1. 18 წლამდე მოზარდებს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას თან უნდა ჰქონდეთ მშობლების მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობის ორიგინალი და მისი ინგლისურენოვანი თარგმანი.
  2. როდესაც 18 წლამდე მოზარდი მგზავრობს მხოლოდ ერთ მშობელთან ერთდ, დაბადების მოწმობასთან ერთად (იხ .1 პუნქტი) თანმხლებ მშობლებს უნდა გააჩნდეს მეორე მშობლის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი და მინდობილობა მოზარდთან ერთდ მგზავრობის შესახებ.
  3. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები არიან განქორწინებულნი, 18 წლამდე მოზარდის თანმხლებმა მშობელმა, ზემოხსენებულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს განქორწინების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურენოვანი თარგმანით)
  4. თუ ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია, 18 წლამდე მოზარდის თანმხლებმა მშობელმა დაბადების მოწმობასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მეორე მშობლის გარდაცვალების დამდასტურებელი საბუთი (ინგლისურენოვანი თარგმანით)
  5. იმ შემთხვევაში, როდესაც 18 წლამდე მოზარდის მამა უცნობია, დაბადების მოწმობასთან ერთად (იხ.1 პუნქტი) თანმხლებმა დედამ უნდა წარმოადგინოს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი თარგმანით)
  6. როდესაც 18 წლამდე მოზარდი მოგზაურობს მშობლების გარეშე, მას თან უნდა გააჩნდეს ორივე მშობლის წერილობითი ნებართვა ( ინგლისურენოვანი თარგმანით) , ისევე როგროც დაბადების მოწმობის (იხ .1 პუნქტი) ასლი, მშობლების პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლები და სრული საკონტაქტო მონაცემების შემცველი დოკუმენტი; ასევე, მას თან უნდა ჰქონდეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მისი მასპინძლის/მიღების წერილი (საცხოვრებელი მისამართის და სხვა საკონტაქტო მონაცემების შემცველი) და მასპინძლის/მიმღების პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესასვლელად   პასპორტისათვის დაწესებული ახალი მოთხოვნები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის 2015 წლის 27 ნოემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური მოწყობილობის მიერ არა-კითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (ძველი ტიპის პასპორტი,რომელიც საზღვარზე სკანირებისას არ იკითხება ელექტრონული მოწყობილობით) მფლობელი უცხოეთის მოქალაქე ვერ შეძლებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთას და სამხრეთ აფრიკაში შესვლას. გთხოვთ, ზემოაღნიშნული გაითვალისწინოთ და აიღოთ ახალი, ბიომეტრიული პასპორტი სამხრეთ აფრიკის ვიზაზე განაცხადის შეტანამდე.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ.კიევში (უკრაინის რესპუბლიკა) სამხრეთ აფრიკის საელჩოს კოორდინატები:
9/2 Velyka Vasylkivska Street
01004 Kyiv P O Box
Tel: + 380 44 287 7172, 380 44 289 8840, 380 44 289 8870, 380 44 289 8839, 380 44 289 8869
Fax: + 380 44 289 7206
E-mail: saemb.kiev@gmail.com

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.dfa.gov.za/