სავიზო ინფორმაცია სან მარინოს რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება სან მარინოს რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

C ტიპის ვიზა (90 დღემდე - მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

იტალიის საელჩოში გასაუბრებაზე ჩაწერა ხდება წინასწარ შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 0900 007 039

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.ambtbilisi.esteri.it/Ambasciata_Tbilisi/
  • ქართული პირადობის მოწმობის ასლი
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • სან მარინოს რესპუბლიკის მოქალაქისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი - ასლი. იმ შემთვევაში თუ მომწვევი მეუღლესთან ერთად ფლობს ქონებას, მოწვევას მეუღლეც აწერს ხელს.
  • მომწვევის პასპორტის ასლი
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი;
  • სტუდბილეთი, თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
  • ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი;
  • სანმარინოს/იტალიის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი(ელექტრონული ბილეთი);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • განაცხადის დამუშავების საფასური;
  • სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის, დაზღვევის მოქმედების ვადა უნდა იყოს ზედმეტი 15 კალენდარული დღით განსაზღვრული (ორიგინალი და ასლი);
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა: მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა. თუ მიემგზავრება მარტო ორივე მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული;
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ/იტალიურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.ambtbilisi.esteri.it/Ambasciata_Tbilisi/

ქ.თბილისში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
ჩიტაძის ქ.3 ა,
Tel: 99-64-18; 92-14-62; 92-18-54
Fax: 99-64-15
E-mail: embassy.tbilisi@esteri.it

სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.esteri.sm/on-line/Home.html