სავიზო ინფორმაცია სეიშელის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის


საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება სეიშელის რესპუბლიკაში ვიზას მიიღებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 30 დღემდე მოქმედების ვადით.

მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
• სასტუმროს ჯავშანი;
• საკმარისი თანხა სეიშელის რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდში
• სავიზო მოსაკრებელი;
 

სეიშელის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.sc/