სავიზო ინფორმაცია სინგაპურის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება სინგაპურის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა)  სინგაპურის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, სადაც აუცილებელია აპლიკანტის გამოცხადება თითის ანაბეჭდების ჩაბარების მიზნით. ინფორმაცია სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - http://www.mfa.gov.sg/ankara 

ასევე შეგიძლიათ სინგაპურის ელექტრონული ვიზის მიღება:http://www.globalsingapore.sg/visa-to-singapore/  

ასევე, საქართველოს მოქალაქეს სინგაპურის ვიზის მიღება შეუძლია უფლებამოსილი სავიზო აგენტის/სტრატეგიული პარტნიორის, ან ლოკალური საკონტაქტო პირის მეშვეობით, თუ აღნიშნული პირი არის სინგაპურის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სრულწლოვანი (21 წლის ზემოთ) პირი. აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად არის განთავსებული https://save.ica.gov.sg/save-public/ ვებ-გვერდზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ უფლებამოსილი სავიზო აგენტების/სტრატეგიული პარტნიორების სიაც.

 

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან ინგლისურ ენაზე);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ:ბანკიდან ბოლო 6 თვის ამონაწერი და ა.შ)
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • სავიზო მოსაკრებელი 50 აშშ დოლარი (გაფორმების ვადა 7 სამუშაო დღე);
  • სავიზო მოსაკრებელი 150 აშშ დოლარი (გაფორმების ვადა 1 სამუშაო დღე);
  • საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ტრანზიტულად უნდა გაიაროს სინგაპურის რესპუბლიკის ტერიტორია (მაქსისმუმ 96 საათი) საზღვარზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • მოქმედი პასპორტი;
  • დანიშნულების ქვეყნის მოქმედი ვიზა;
  • სამგზავრო ბილეთი დახურული თარიღით;
  • სინგაპურში ყოფნისათვის/განთავსებისათვის საკმარისი თანხა 
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია გენერალური საკონსულოს ვებ–გვერდზე: www.mfa.gov.sg/ankara

ასევე გთხოვთ დეტალურად იხილოთ სინგაპურის საემიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია https://www.ica.gov.sg/

 

ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) საელჩოს კოორდინატები:
Address: Yildizevler Mahallesi, 719. Sokak No. 5
Çankaya
Tel: (+90) (312) 442 43 30

Fax: (+90) (312) 442 61 44
Email: singemb_ank@sgmfa.gov.sg