სავიზო ინფორმაცია ტაილანდის სამეფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ტაილანდის სამეფოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა)ტაილანდის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა: 
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი(ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: ბანკიდან უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
  • ბილეთის და სასტუმროს ჯავშანი;
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • საკონსულო მოსაკრებელი 80 აშშ დოლარი (ერთჯერადი ვიზა)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://thaiembassyturkey.com/en/ 

ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ტაილანდის სამეფოს საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: Koza Sokak No. 87, 06700 Gaziosmanpasa, Republic of Turkey
Tel: + (90-312) 437-43-18; 437-52-48;
Fax: + (90-312) 437-84- 95;
E-mail: thaiank@ttmail.com

ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.go.th/main/