სავიზო ინფორმაცია ტანზანიის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ტანზანიის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

• სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.tanzania.ru/english/visa.html;
• 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
• პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
• მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით ;
• ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
• ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
• სამოგზაურო დაზღვევა;
• სასტუმროს ჯავშანი;
• სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ.მოსკოვში ტანზანიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: Ulitsa Bolshaya Nikitskaya Moscow 115127, Russia
Metro: Barykadnaya
ტელ: 7495 6902521, 6902517
ფაქსი: 74956902251
E-mail: info@tanzania.ru

ტანზანიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.tanzania.go.tz/