სავიზო ინფორმაცია ტოგოს რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ტოგოს რესპუბლიკაში შესასვლელი ვიზის მიღება შესაძლებელია საერთაშორისო აეროპორტებში საზღვრის გადაკვეთისას. ვიზა გაიცემა 7 დღის ვადით, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია ტოგოს დედაქალაქ ლომეში არსებულ ეროვნული დოკუმენტაციის გენერალურ დირექტორატში.

ვიზის მიღება ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ არსებულ ტოგოს რესპუბლიკის საელჩოებსა და საკონსულოებში.

ქ.ბერლინში ტოგოს რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდი: http://www.botschaft-togo.de/index.php?rp=rep/serviceconsulaire&lg=fr&bm=formentree