სავიზო ინფორმაცია ტუნისის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 

საქართველოს მოქალაქეს ტუნისის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ესაჭიროება  მოკლევადიანი ვიზის მიღება.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
 

  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა http://www.diplomatie.gov.tn/
  • მოწვევა
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი პირველი გვერდის ასლი;
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სავიზო მოსაკრებელი (1800 რუსული რუბლი)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

აგრეთვე ტუნისის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე:
http://www.diplomatie.gov.tn/
ტუნისის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. მოსკოვში:
მისამართი: Moscow, Katchalova,28/1,
ტელ: +7 095 202 95 04
ფაქსი: +7 095 737 88 15
ელ.ფოსტა: info@tunisiatravel.ru
ვებ-გვერდი: http://www.tunisia.org.ua/about/russian_embassy/