სავიზო ინფორმაცია უგანდაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება უგანდაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

ვიზა გაიცემა ქ.მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 1 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე ,თანამდებობის და ხელფასის მითითებით;
  • ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • სავიზო მოსაკრებელი 100 აშშ დოლარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

უგანდას საელჩოს კოორდინატები ქ. მოსკოვში:
მისამართი: 119049, MOSCOW
MYTNAYA ULITSA 3, OFFICE 1
ENTRANCE No.1, 4TH FLOOR

Tel. +7-499-230-22-76
Tel. +7-499-238-00-68
Fax +7-499-230-21-31
info@uganda.ru
 

ქ.მოსკოვში უგანდის საელჩოს ვებ-გვერდი: http://www.uganda.ru

უგანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.go.ug/