სავიზო ინფორმაცია ფიჯიში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ფიჯში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები);
  • 2 ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე (მათ შორის ერთი ნოტარიულად დამოწმებული);
  • საცხოვრებელი მისამართი ფიჯიში ყოფნის პერიოდში;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • პოლიციის ანგარიში ან ადგილობრივი საპოლიციო განყოფილების მიერ გაცემული სერტიფიკატი (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები) ;
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • სავიზო მოსაკრებელი: 96 აშშ დოლარი ერთჯერადი შესვლისთვის (3 თვის მოქმედების ვადით) და მრავალჯერადი 190 აშშ დოლარი;
  • პასპორტის უკან გამოსაგზავნად კონვერტის წინასწარ გადახდილი თანხა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ. ბრიუსელში ფიჯის საკონსულო სამსახურის მისამართი:
Square Plasky 92-94, 1030 Brussels, Belgium
ტელ: (32-3) 7369050; (32-3) 7361458
ელფოსტა: info@fijiembassy.be
ვებ-გვერდი: www.fijiembassy.be

ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.foreignaffairs.gov.fj/

ფიჯის ვიზის მიღებისათვის საჭირო ინფორმაცია: http://www.immigration.gov.fj/index.php/visa

მიმაგრებული დოკუმენტები: ვიზის აპლიკაცია, პოლიციის რეპორტის ფორმა