სავიზო ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://portal.mfa.kz/portal/page/portal/mfa

საქართველოს მოქალაქეებს ყაზახეთის რესპუბლიკაში შესასვლელად და 90 დღით ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დროებით იმყოფება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვალდებულია საზღვრის გადაკვეთიდან 5 კალენდარული დღის ვადაში დარეგისტრირდეს თავისი მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.


„ყაზახეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლის, ყოფნისა და გასვლის წესების შესახებ“ ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების თანახმად, 16 წლის ასაკს მიღწეულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გაიცემა საიმიგრაციო ბარათი, რომელიც უნდა ჩაბარდეს ქვეყნის დატოვების დროს.

 

საიმიგრაციო ბარათები არ გაიცემა შემდეგ პირებზე:

  • რომლებიც ფლობენ ყაზახეთის დიპლომატიურ, სამსახურებრივ ან ინვესტორულ ვიზებს;
  • საჰაერო, საზღვაო და სამდინარო ხომალდების ეკიპაჟის წევრებზე;
  • სარკინიგზო ბრიგადების, მათ შორის, რეფრეჟერატორული და სალოკომოტივო ბრიგადების მუშაკებზე, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების თანმხლებ პირებზე;
  • მატარებლის მგზავრებზე, რომლებიც ტრანზიტად გაივლიან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიას;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ავტოგადაზიდვებს.