სავიზო ინფორმაცია ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ შენგენის ხელშეკრულების წევრ ქვეყნების მრავალჯერად შესვლა-გასვლის ვიზებს, უფლება აქვთ მაქსიმუმ 15 დღე ვიზის გარეშე შევიდნენ, დარჩნენ და ტრანზიტით გაიარონ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ტერიტორია.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.mfa.gov.mk/?q=node/269
  • მოწვევა ნოტარიულად დამოწმებული
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ:უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • ვიზი ტიპიდან გამომდინარე უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი (ერთჯერადი ვიზა 60 ევრო).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.missions.gov.mk/

ქ.კიევში (უკრაინა)ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: Ivan Fedorov 12, Kiev, 03150;
ტელ: ++380 44 287 78 82; ++380 44 287 78 92
ვებ-გვერდი: www.missions.gov.mk/

ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: Karaca sokak 24/5-6, Gaziosmanpasha, Ankara;
ტელ: +903 12 439 92 04; ++ 903 12 439 92 08; +903 12 439 92 06
ელ.ფოსტა: ankara@mfa.gov.mk
ვებ-გვერდი: www.missions.gov.mk/ankara

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.mk/default.aspx?ItemID=282