შვედეთის სამეფო

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შვედეთის სამეფოში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 

 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შვედეთის სამეფოში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!

 

C ტიპის ვიზა (90 დღემდე-მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში  ლატვიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

გრძელვადიანი ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე) გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) შვედეთის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • მოწვევა (კერძო ვიზიტის დროს), დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა(ივსება ონლაინ რეჟიმში საელჩოს ვებ გვერდზე https://epak.pmlp.gov.lv/NVIS.EService001.WebSite/Default.aspx?);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროსი რომელიც ფარავს მთლიანად მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი)
  • დახურული ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის).
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული -შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი).
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ/ლატვიურ ენებზე ნოტარიუსის მიერ ნათარგმნი და დამოწმებული(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსურიუზრუნველყოფა (მაგ. უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა და ა.შ.).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

 

ქ.თბილისში ლატვიის რესპუბლიკაში საელჩოს კოორდინატები:
ახმეტის ქუჩა 16,
ტელ: 2244858,
ფაქსი: 2381406
ელფოსტა: embassy.georgia@mfa.gov.lv

ქ.კიევში შვედეთის სამეფოს საელჩოს მისამართი:
Swedish Embassy in Kiev, Ukraine
Ivana Franka Street 33/34, 3rd floor
01901 Kiev, Ukraine
Tel:(+380) (44) 494 4270
Fax: (+380) (44) 494 4271
E-mail: ambassaden.kiev@foreign.ministry.se
ვებ–გვერდი: www.swedenabroad.com/kiev

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.sweden.gov.se/sb/d/2059