სავიზო ინფორმაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზები გაიცემა ქ.თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ: http://ge.china-embassy.org/eng/lsyw/

           საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • 1  ფოტო 3X4 გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • მოწვევა;

ჩინეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაივლიან თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას.
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.fmprc.gov.cn/eng/

ქ.თბილისში ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
ბარნოვის ქ.52,
Tel: 25-90-00
Fax:25-22-83,
E-mail:yfarm@access.sanet.ge