სავიზო ინფორმაცია ჰონდურასში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ჰონდურასის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. თელ-ავივში (ისრაელის სახელმწიფო)/ქ. ქაიროში (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) ჰონდურასის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი ტურისტული/ საქმიანი ერთჯერადი: 30 აშშ დოლარიტურისტული/ საქმიანი მრავალჯერადი:60 აშშ დოლარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან! აგრეთვე ჰონდურასის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.sre.hn/

ჰონდურასის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. თელ ავივში:
მისამართი: 60, Medinat Hayehudim St. Entrance ‘A’ Second Floor,Herzliya Pituach,
46766, Tel Aviv
ტელ: (+09) 9577686
ფაქსი: (+09) 9577457
ელ.ფოსტა: consulado_honduras@yahoo.com

ჰონდურასის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.ქაიროში:
მისამართი: Mohandessine, Ado. Postal:417 Gezirah, 11568, Zamelek, Cairo
ტელ: (+202) 3344-13 37
ფაქსი: (+202) 3344-13 38
ელ.ფოსტა: hondemb@idsc.net.eg

მიმაგრებული დოკუმენტები: ჰონდურასის სავიზო ანკეტა