მოკლევადიანი ვიზის ფარგლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობის (180 დღეში 90 დღე) დაანგარიშების ახალი წესი

2013 წლის 18 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის ახალი რეგულაცია, რომელმაც დაადგინა მოკლევადიანი ვიზის ფარგლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობის (180 დღეში 90 დღე) დაანგარიშების ახალი წესი.

თუ ადრე შენგენის ზონაში შესაძლებელი იყო 90 დღის გატარება 6 თვის მანძილზე და 6 თვიანი ვადის ათვლა იწყებოდა შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანაში პირველი შესვლის მომენტიდან, ამჯერად მესაზღვრეები განსხვავებული წესით დაიანგარიშებენ ზემოხსენებული დღეების რაოდენობას. ამიერიდან შენგენის ქვეყნებში ყოფნის მაქსიმალური დრო შეადგენს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში, ანუ საზღვარზე შემოწმებულ იქნება დაგეგმილი შესვლის მომენტისათვის ბოლო 180 დღიან მონაკვეთში რამდენი დღე დაჰყო მოქალაქემ უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე და უფლება მიეცემა ამ დღეების რაოდენობით შეასრულოს 90 დღე.

დეტალური ინფორმაცია მოკლევადიანი ვიზების შესახებ განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე:
http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/what-we-do/policies/borders-and-visas/border-crossing/

ამავე ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც მოცემულია სპეციალურად შექმნილი კალკულატორი, შესაძლებელია ევროკავშირის ზონაში ყოფნის ვადის დაანგარიშება 180 დღეში 90 დღიანი ყოფნის სისტემის მიხედვით. ასევე, მოცემულია კონკრეტული მაგალითები.