სავიზო ინფორმაცია ფილიპინების რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ფილიპინების რესპუბლიკაში, ესაჭიროება ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ ფილიპინების საპატიო საკონსულოს თბილისში.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი მგზავრობის დასრულებიდან შემდეგი 6 თვის მანძილზე, ასევე, პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფერადი ფოტოსურათი 4.5X3.5;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ან ტურისტული საგზურის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამგზავრო/სამდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის;
  • მეზღვაურის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შენთხვევაში);
  • მოქმედი სამსახურიდან წერილი, კონტრაქტი და სამოგზაურო ვაუჩერი დღიური 50აშშ დოლარი;
  • მომწვევი პირის კავშირი განმცხადებელთან, დადასტურება სამსახურებრივი კავშირის, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია( ჩაწერა ოჯახური შემადგენლობის საბუთში, საბერძნეთში მყოფი ნათესავის დროებითი ბინადრობის მოწმობის დამოწმებული დოკუმენტი) + 1 ასლი;
  • ფილიპინების მოქალაქის ან კომპანიის მოწვევა–გარანტია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://dfa.gov.ph/

ქ.თბილისში ფილიპინების საპატიო საკონსულოს მისამართი:
თაყაიშვილის ქ.9
ტელ: 2 22 45 44

ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვებ–გვერდი: http://dfa.gov.ph/