საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგანგებო დავალებათა ელჩები

საგანგებო დავალებათა ელჩი - დავით კერესელიძე

  • ასრულებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის (სპიკერის) ფუნქციებს.
  • უფლებამოსილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გაავრცელოს განცხადებები და საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებული პოზიციები.
  • ატარებს ორშაბათის ბრიფინგებს.
  • ელჩის კომპეტენციაში ასევე შედის - „ახალი აბრეშუმის გზის“ სხვადასხვა ინიციატივების მონიტორინგი. აღნიშნულ ინიციატივებში თუ პროექტებში საქართველოს ჩართულობის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების კოორდინირებულ საქმიანობაში აქტიური მონაწილება.
  • საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა,  ინფორმაციის გაცვლა  და „ახალი აბრეშუმის გზის“ სხვადასხვა ინიციატივების დიპლომატიური უზრუნველყოფა.
  • 2015 წელს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის “ ფორუმის მომზადებაში მონაწილეობა.

საგანგებო დავალებათა ელჩი - ირაკლი გივიაშვილი

  • საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014-2020)  და საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) იმ დებულებების განხორციელებაზე მუშაობა, რომლებიც ვალდებულებას აკისრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი კომპეტენციიდან გამომდინარე.
  • ყოველკვარტლური ანგარიშების მომზადება საქართვველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.
  • მთავობათშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო სახელშეკრულებო ორგანოებთან (Treaty-Monitoring Bodies) მუშაობა.
  • ევროკავშირთან ადამიანის უფლებებზე დიალოგზე მუშაობა.
  • ეუთო-ს ადამიანური განზომილების (მესამე განხომილების) საკითხებზე მუშაობა.