საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Zalkaliani.jpgდავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
2016 წლის 8 იანვრიდან.

დავით ზალკალიანი დაიბადა 1968 წლის 27 თებერვალს, ქ. თბილისში.

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1992–1995 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში  ევროგაერთიანების სამმართველოში მესამე მდივნის, შემდეგ კი მეორე მდივნის, პირველი მდივნის და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

1995-1996 წლებში – საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში ევროორგანიზაციების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

1996-2000 წლებში მუშაობდა ავსტრიაში საქართველოს საელჩოში – ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობაში  პირველ მდივნად, შემდეგ მრჩევლად.

2000-2001 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ ევროპულ დეპარტამენტში.

2001-2002 წლებში – ავსტრიაში საქართველოს საელჩოში – ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობდა მრჩევლად.

2002 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

2002-2004 წლებში – აშშ–ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ეკავა უფროსი მრჩევლის თანამდებობა.

2004-2007 წლებში იყო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2007 წლის იანვრიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი.

2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის იანვრამდე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

2008 წლის იანვრიდან 2009 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად.

2012 წლის 29 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

2015 წლიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორი.

2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.