საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

gonadze.jpgზვიად გონაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
2016 წლის 8 იანვრიდან.

ზვიად გონაძე დაიბადა 1967 წლის 6 მაისს, ქ. თბილისში.

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ხოლო 1994 წელს – Middle Tennessee State University ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.

1989-1992 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

1994-2000 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის, შემდგომში კი პრეზიდენტის კანცელარიის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი.

2000-2004 წლებში – სსიპ სოციალური ინვესტიცების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

2004-2012 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში, ბიზნეს პროექტების ხელმძღვანელად, ვაზისა და ღვინის კომპანიების "ალექსანდრეულის", "Geovine Invest" და "Geovine International"-ის დირექტორად, საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფ "სამანის" დირექტორად.

2012 დეკემბრიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ დირექტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.