ალექსანდრე ხვთისიაშვილი

ნოემბერი 2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ღვთისიაშვილი დაიბადა თბილისში 1975 წლის 23 მარტს.

განათლება

1996 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ტექნიკური ექსპერტი.

2008 წ. - საქართველოს საბაჟო აკადემია, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

1997-2000 წწ. - ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველო, უფროსი სპეციალისტი, სამმართველოს უფროსი.

2000 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2000-2004 წწ. - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველო, მრჩეველი.

2004-2006 წწ. - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, მრჩეველი

2006-2009 წწ. - საერთაშორისო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების დეპარტამენტი, მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, დირექტორის მოადგილე.

2009-2010 წწ. - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი.

2010-2011 წწ. - საქართველოს მუდმივი მისია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, უფროსი მრჩეველი.

2011-2014 წწ. - საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი მისია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, უფროსი მრჩეველი. IMO – ში საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი.

2014-2015 წწ - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე.

2015-2018 წწ - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, დირექტორი

ალექსანდრე ხვთისიაშვილს 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.