ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.

ლაშა დარსალია დაიბადა 1979 წლის 31 დეკემბერს ქ. თბილისში, საქართველო.

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) - საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის სპეციალობით;

2003 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის სპეციალობით;

2006 წელს - ესსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) - საერთაშორისო დეპარტამენტის მაგისტრის სპეციალობით;

2002 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ სხვადასხვა პოზიციებზე:

        2002-2004 ანალიტიკოსად ეთნიკური უმცირესობების და კონფლიქტების განხრით;

        2004 ორგანიზაციის წარმომადგენელად, პროექტების მენეჯერი აზერბაიჯანში;

        2004 - 2005 ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროექტების მენეჯერი სომხეთში;

        2005 – 2006 სამხრეთ კავკასიის პროექტების კოორდინატორი;

2008-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე:

       2008 – 2009 ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად;

       2009 – 2016 უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორად;

2016  - 2017 საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელად;

2017 – 2018 შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი