გამარჯობა,

ძვირფასო მინისტრო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ბატონო მერო, ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია საქართველოში ვიზიტი, საიდანაც ვიწყებ ჩემს მოგზაურობას კავკასიაში. მე განსაკუთრებით მსურდა განმეხორციელებინა ვიზიტი თბილისში, დელიკატურად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რაც აძლიერებს რეფორმების პროცესს და დემოკრატიას. მსურს, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს და „რონდელის ფონდს“ ამ ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერისთვის.

ქალბატონებო და ბატონებო, ევროკავშირი ამჟამად იმყოფება ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპზე მის ისტორიაში. დღეს სიტუაცია ტოვებს ძლიერი შტორმის შთაბეჭდილებას, მთელი რიგი გამოწვევებით, ტერორიზმით, ბრექსიტით, მიგრანტების ნაკადებით, მზარდი პოპულიზმით და ეკონომიკური რეცესიის გრძელვადიანი შედეგებით, განსაკუთრებით, ახალგაზრდების უმუშევრობით. ასეთი მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მაყურებლის როლში. მინიმალისტურ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სექტემბერში ბრატისლავას სამიტზე, არ შეუძლია ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარება. ბიზნესის ტრადიციულად კეთება არ მუშაობს. ჩვენი ამოცანაა დავუმტკიცოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირი არ არის პრობლემა და ის წარმოადგენს პრობლემის მოგვარების საშუალებას, და ისევ მოვიპოვოთ ევროკავშირის პროექტის მიმართ მხარდაჭერა. თუ მამაცები ვიქნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. ამის მისაღწევად იტალია აპირებს ბრექსიტით გამოწვეული კრიზისი შესაძლებლობად გადააქციოს. ჩვენ გვჭირდება ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიას შეუძლია სარგებლის მოტანა და ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს უზრუნველვყოთ მთელი რიგი კონკრეტული პრიორიტეტები, უსაფრთხოება, მიგრაციული ნაკადები, ასევე ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ახალგაზრდებთან დაკავშირებული პოლიტიკა.

ნება მომეცით, მიგრაციით დავიწყო, რამდენადაც ფსონი განსაკუთრებით მაღალია ევროპისთვის. ფსონები არის ჩვენი ერთიანობა, იდენტობა და ევროპული პროექტის მომავალი. მიგრაციის პრობლემის სათანადოდ მართვაში მარცხი გამოიწვევს ევროკავშირის ერთიანობის სულ უფრო და უფრო მოშლას. მიგრაციული ნაკადების ეფექტიანად მართვისათვის ჩვენ გვჭირდება ლიდერობა, პასუხისმგებლობა და სოლიდარობა. ევროპამ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ამ თვალსაზრისით, როგორც მოხდა ევროკავშირი-თურქეთის შეთანხმების შემთხვევაში, რის შედეგადაც მიგრაციული ნაკადები ბალკანეთის მარშრუტზე მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, განსაკუთრებით, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ მარშრუტთან დაკავშირებით. ახლა სწორედ ის დროა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიდგომიდან სტრატეგიულ მიდგომაზე გადავიდეთ, რეგიონის და ტრანზიტულ ქვეყნებთან ძლიერი და ინკლუზიური თანამშრომლობის განვითარებით და მიგრაციის ძირითადი მიზეზების შესწავლით. უკანასკნელ წლებში იტალია ძალიან ხშირად მარტო იყო ხმელთაშუა ზღვაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის და ევროკავშირის მიგრაციის პრობლემებზე ფოკუსირების მცდელობებისას. ამ მიზეზით იტალიის მთავრობისთვის სასიამოვნოა, როდესაც დღეს ხედავს, რომ მისი წინადადება, ჩვენი შეთავაზება მიგრაციის შეთანხმების შესახებ ფართოდ იქნა აღიარებული. მიგრაციის შეთანხმებას აქვს ამბიცია, რომ გახდეს ახალი პაქტი აფრიკისთვის, გამჭვირვალე პარტნიორობისა და პასუხისმგებლობების გაზიარების საფუძველზე. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეთანხმების სწრაფად დადება, რომლის შესახებ მოლაპარაკებებიც ამჟამად მიმდინარეობს აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებთან, ნიგერიასთან, ნიგერთან, სენეგალთან, ეთიოპიასა და მალისთან. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით მე ვიმყოფებოდი ნიგერიაში აგვისტოში და შემდეგი ხუთშაბათიდან ვეწვევი ნიგერს, მალისა და სენეგალს მიგრაციის საკითხებში ევროკომისართან ავრამოპულოსთან ერთად.

მიგრაციის გარდა, ერთ-ერთი ეგზისტენციალური გამოწვევა ევროპის მომავლისთვის არის ტერორიზმი. ჩვენ ვდგავართ ასიმეტრიული, ჰიბრიდული და გლობალური გამოწვევის წინაშე. ეს არის საფრთხე, რომელიც გვემუქრება როგორც ჩვენი საზოგადოების გარედან, ისე მის შიგნით, თეატრების, რესტორნების, აეროპორტებისა და მეტროსადგურების წინააღმდეგ გამძვინვარებული მოქმედებებით. ჯიჰადისტებს სურთ, რომ ჩვენ შიშში ვიცხოვროთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ "დაეშმა" უკან დაიხიოს და განადგურდეს ბრძოლის ველზე და აღმოიფხვრას მისი მიმზიდველობა ევროპელი მუსლიმებისთვის. ამ თვალსაზრისით, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო და იტალია მონაწილეობენ გლობალურ კოალიციაში "დაეშის" წინააღმდეგ. დიდი რაოდენობით უცხოელი მებრძოლები მიდიან ერაყში, სირიასა და ლიბიაში არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ კავკასიის რეგიონიდანაც. ეს არის ჭირი, რომელიც უნდა განიკურნოს და ჩვენ არ ვიშურებთ მცდელობებს ამ მიმართულებით. მე ვიცი, რომ საქართველოსა და იტალიის მთავრობებს აქვთ ერთიანი მიდგომა ამ საკითხის მიმართ. უკანასკნელი სამხედრო მოვლენები მოსულის განთავისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსულში "დაეშის" ლიდერმა ალ ბაღდადმა გამოაცხადა ხალიფატი. აჟამად მოსული არის ის ადგილი, სადაც ხალიფატი განიცდის მარცხს. თუმცა ტერორიზმი არ გაქრება, მიუხედავად იმისა, რომ იმედი გვაქვს, რომ მოსული და რაქა განთავისუფლდება. ჯიჰადის დამარცხებისთვის არა მხოლოდ ერაყში, სირიასა და ლიბიაში, არამედ ბევრი ევროპული ქალაქის მისადგომებთან საჭიროა დრო. ამიტომ ევროპა უნდა დაეყრდნოს ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მიდგომებს.

ევროპის ეკონომიკურ მომავალთან დაკავშირებით ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი კეთილდღეობის პირობის შესასრულებლად და უთანასწორობის დასაბალანსებლად, რაც გაძლიერებულია ეკონომიკური კრიზისის შედეგად. როგორც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა რენციმ აღნიშნა ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამასთან უკანასკნელი სახელმწიფო ვიზიტის დროს, ევროპაში არსებული ზრდა აშშ-სთან შედარებით იმედის გამაცრუებელია. ამიტომ ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ გამოყენებული ფისკალური წესების მიმართ კითხვების გარეშე, ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირს სჭირდება მეტი ინვესტიციები, გონივრული ინვესტიციები, ინოვაციების სტიმულირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამისათვის საჭიროა არსებული ინსტრუმენტების გაძლიერება, "იუნკერის გეგმის" მსგავსად და ჩვენი საერთო წესების მოქნილად განხორციელება. ამ ვითარებაში იტალია შედის მნიშვნელოვან ორწლიან პერიოდში საერთაშორისო არენაზე. მომავალ წელს ჩვენ გადმოგვეცემა G7-ის როტაციული პრეზიდენტობა და ჩვენ გვექნება ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში. ამავე 2017 წელს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ რომის ხელშეკრულების მესამოცე წლისთავს და ეს იქნება ევროკავშირის მომავლის განხილვის შესაძლებლობა. ჩვენ ასევე შევალთ ეუთოს სამეულის შემადგენლობაში, ჩვენი 28-ე თავმჯდომარეობის მომზადებისას. რაც შეეხება ეუთოს პრეზიდენტობას, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ჰელსინკში შეიქმნა 40 წელზე მეტი ხნის წინ, სრულ კრიზისშია. თუმცა, ამავე დროს ეუთო ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ამ კრიზისის მოგვარება. ჩვენი თავმჯდომარეობის დროს ეუთოს რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ გამოწვევებთან დაკავშირებით ფოკუსირებას მოვახდენთ კრიზისზე უკრაინაში და მის ირგვლივ და ეგრეთწოდებულ გაყინულ კონფლიქტებზე ევროპაში, მიგრანტებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებულ კრიზისზე და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთის სანაპირო ქვეყნებთან პარტნიორობის გაძლიერებაზე. იმისათვის, რომ შევასრულოთ ასეთი მრავალმხრივი ამოცანები, ჩვენ ასევე უნდა დავეყრდნოთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და ჩემი ვიზიტი საქართველოში, რომელსაც მოჰყვება ვიზიტები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ კავკასიის რეგიონს ვანიჭებთ, რეგიონს, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა დელიკატურ მოზაიკას და სტრატეგიულ არეალს, დამაკავშირებელ რგოლს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ორი კონტინენტის გადაკვეთას, საქონლისა და ენერგიის სატრანზიტო დერეფანს, ბუნებრივ ხიდს სხვადასხვა ხალხებს, კულტურებს, ენებსა და რელიგიებს შორის. სამწუხაროდ, მრავალფეროვნება ხშირად წამოქმნის დაყოფას და საყოველთაო უსაფრთხოების კონცეფცია, როგორც ასახულია ჰელსინკის საბოლოო აქტში, ამჟამად არის უფრო მეტი, ვიდრე პრიორიტეტი, რათა გარანტირებული იქნეს სტაბილურობა ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. ეს არეალი ხასიათდება გაყინული კონფლიქტებით, საქართველოდან დაწყებული, მისი ღია ჭრილობით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და იძულებით გადაადგილებული პირების ტრაგედიით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მთიანი ყარაბახი, დნესტრისპირეთი და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის კრიზისი. ეს ორივე კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მთელ მაკრორეგიონს, ამიტომ მათი მნიშვნელობა არ უნდა დაკნინდეს ადგილობრივი დისკუსიებისას და საჭიროებს მიდგომას, რომელშიც ჩართული უნდა იქნას ყველა მოთამაშე. იტალია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაფასებთ პრაქტიციზმსა და ბალანსს, რომლის მეშვეობითაც ეს ქვეყანა მშვიდობიანად ახორციელებს მის პრიორიტეტებს, იცის რა, რომ სტაბილურობა არის განვითარების წინაპირობა და განვითარება არის უსაფრთხოების მთავარი ფაქტორი. თქვენი ისტორია წარმატების ისტორიაა ბევრი თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის უმაღლესი მოთამაშეა და სიდიდით მეორე კონტრიბუტორია ნატოს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ხელს უწყობს გლობალურ კეთილდღეობას და სტაბილურობას. ჩვენ ვაფასებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობას და მხარს ვუჭერთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრულ განხორციელებას. 2012 წელს საქართველოში შეიცვალა მთავრობა არჩევნების გზით და ერთი კვირის წინ საქართველომ მოახდინა მისი დემოკრატიული პროცესების კონსოლიდირება არჩევნების მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტული და კარგად მართული, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა და ინციდენტებისა, რომლებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავლაში. რაც შეეხება რეფორმების პროცესს, ამ დილით მე ვეწვიე იუსტიციის სახლს, მე ქართული პასპორტიც კი მაქვს, საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო. ოთხპუნქტიანი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება განათლებას, ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და ეფექტიანი და ინკლუზიური მმართველობის სისტემას, არის სწორი მიმართულებით გადადგმული ძირითადი ნაბიჯი. ამ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი საჭიროებს კონსოლიდირებას. უკანასკნელი არჩევნების შედეგად გარანტირებული სტაბილურობა იძლევა უფრო მეტი პროგრესის შესაძლებლობას, დაბალანსებული ურთიერთქმედებით ინსტიტუტებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგით, სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ინფორმაციის ადეკვატური პლურალიზმით. ივლისში ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ასევე თანაბრად მნიშვნელოვნია ის პროგრესი, რომელსაც მიაღწიეთ ვიზალიბერალიზაციის სატანდარტებთან დაკავშირებით, რომელსაც იტალია განუხრელად უჭერს მხარს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ რთულ, მაგრამ აუცილებელ გზაზე. ჩვენ ქვეყანას სურს თბილისთან უკვე არსებული შესანიშნავი ურთიერთობების გაძლიერება. ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ პოლიტიკური ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე. ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი კულტურული და სამეცნიერო პარტნიორობა, არქეოლოგიური მისიების და სტიპენდიების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საქართველოს ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, უნივერისიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის დამყარება. თბილისში იტალიურმა სკოლამ უკანასკნელ ხანებში აღნიშნა თავისი საქმიანობის 20 წლისთავი. რამდენიმე დღეში ჩვენ გავმართავთ იტალიური ბიბლიოთეკის ინაუგურაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამ ოთახის მიღმა თქვენ ალბათ დაინახეთ, როგორ შეუძლია იტალიურ შემოქმედებითობას გააერთიანოს ტრადიცია, ინოვაცია და სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობა. ჩვენს ქვეყნებს ასევე აერთიანებს ღვინო. ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის შუა რიცხვებამდე თბილისში გაიმართება დიდი გამოფენა, რომელზეც შემოგთავაზებთ იტალიური მოდის ისტორიაში მოგზაურობას. ამავე დროს სხვადასხვა ღონისძიებები ხელს შეუწყობს იტალიური სამზარეულოსა და ღვინის პოპულარიზაციას. ჩვენ ვართ საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ შეგვიძლია გაცილებით მეტი გავაკეთოთ. შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება სთავაზობს საქართველოს და იტალიას, რომელიც ევროპის ნომერ მეორე მწარმოებელია, ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი. იტალიაში დამზადებული პროდუქცია, იტალიური შემოქმედებითობა და იტალიური ტექნოლოგიები ძალიან მოსწონთ აქ და მათზე დიდი მოთხოვნაა. მოწყობილობები, აგროპროდუქტები, ინფრასტუქტურა, ენერგია, ტურიზმი, ლიგისტიკა, სასოფლო განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოები - ეს არის ის ზოგიერთი სექტორი, სადაც გვსურს ხელი შევუწყოთ ვაჭრობას და ინვესტიციებს. ვფიქრობთ რა ამ მიზნის განხორციელებაზე, ჩვენ ვმუშაობთ, რათა მომავალ წელს იტალიაში ვუმასპინძლოთ ბიზნეს-ფორუმს, საქართველოს ბიზნესმენების დელეგაციის ფართო წარმომადგენლობით.

ქალბატონები და ბატონებო, ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება თავისუფლების საერთო არჩევანს, მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ საერთო ვალდებულებას, ბუნებრივ მოწოდებას, რომელიც ორივე ქვეყანამ მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი ისტორიიდან და გეოგრაფიიდან გამომდინარე. უძველესი ცივილიზაციები და კულტურული და სავაჭრო გზაჯვარედინები, ეს არის საქართველო და იტალია. ჩვენი მოქმედებები უნდა გაგრძელდეს ისე, რომ ღია იყოს მსოფლიოსთვის და დიალოგისთვის არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

დიდი მადლობა.