არაოფიციალური თარგმანი
Wiener Zeitung
2016 წლის 9 ივნისი.
 
საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა“
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Wiener Zeitung-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს თავისი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სწრაფი ლიბერალიზაცია ევროკავშირისთვის რისკის შემცველი არ არის.
 
ინტერვიუს უძღვება გერჰარდ ლეხნერი
 
ოთხშაბათს გერმანიის და ევროკავშირის წევრი სხვა დიდი სახელმწიფოების მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება დაიბლოკა. ზოგიერთს აქვს შიში, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით კრიმინალური დაჯგუფებები ისარგებლებენ. თუმცა ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ  ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა იმისთვის, რომ  გათავისუფლდეს სავიზო ვალდებულებებისგან.  ამ და სხვა თემებზე Wiener Zeitung-ი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. 
. . . . . . . . . .

„Wiener Zeitung“: ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაგეგმა, მაგრამ დღემდე არ განუხორციელებია. თურქეთთან ლტოლვილთა საკითხზე გარიგება დღეის მდგომარეობით აჩერებს საქართველოს ძალისხმევას მიეღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. როგორ აფასებთ დღევანდელ ურთიერთობებს ევროკავშირთან?
 
მიხეილ ჯანელიძე: 2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა, 1 ივლისიდან, ეს  შეთანხმება ოფიციალურად სრულად ამოქმედდება. შემდგომი ნაბიჯი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა შეასრულა. ამით, არა მხოლოდ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ ახალი შესაძლებლობები, არამედ უფრო მეტი ქართველი ტურისტი შევა ევროკავშირში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მართლაც არავითარი რისკი არ გააჩნია.
 
თქვენი აზრით, როდის დაიწყება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია?
 
მიგრაციის კრიზისმა, რა თქმა უნდა, სავიზო საკითხებზე ევროკავშირის  სენსიტიურობა კიდევ უფრო გაზარდა. მაგრამ აქ საქმე ეხება ორ სრულიად განსხვავებულ პრობლემას. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, რომლებმაც ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილეს. ამ საკითხს არალეგალურ მიგრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საუბარია მხოლოდ ტურისტულ მიმოსვლასა და მოკლევადიან  მგზავრობაზე. ჩვენ მოუწოდებთ ევროკავშირის სახელმწიფოებს და ევროკავშირის პარლამენტს, რომ შესაძლო მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულად კი, სხვა ქვეყნებთან არსებული ვითარებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკითხი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდება, და რომ საქართველო ზოგადად ევროპის აბსოლუტურად სხვა პრობლემების მძევლად არ იქცევა.
 
საქართველო შესაძლოა კავკასიის რეგიონში ყველაზე პრო-დასავლური ქვეყანად ჩაითვლოს. რატომ მაინცდამაინც?
 
ქართველი ხალხის სურვილი ყოველთვის გახლდათ თავისუფალი სამყაროს ნაწილად ყოფნა. საქართველო გეოგრაფიულად ყოველთვის იყო  და იქნება ევროპის ნაწილი. ჩვენ ამჯერად გვსურს ევროპას ინსტიტუციონალურადაც ვეკუთნოდეთ. ჩვენ გვწამს, რომ  იმ რეფორმებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განვახორციელეთ, ქვეყანას ვაძლიერებთ. ჩვენთვის საკითხი შემდეგნაირად დგას, გვსურს იმ ქვეყნების ჯგუფს ვეკუთვნოდით, რომლებთანაც ერთი და იგივე ფასეულობები და ინტერსები გვექნება. ამ კურსს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაც: გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 85 %-ს  სურს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ადამიანებს თავისუფლების ევროპული მოდელის მცნების და ევროპული ფასეულობების სჯერათ.
 
ამჟამად ევროკავშირი დიდ კრიზისშია, რომელსაც როგორც ჩანს, სწრაფად არ დასრულდება. ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მაგივრად არსებობს ევროკავშირის დაშლის ტენდენციები. საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხი ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს.  ხომ არ არის აგებული ქართული პოლიტიკა ილუზიაზე? სად ხედავთ საქართველოსთვის რეალურ შანსს  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის?
 
ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ევროპა  ამჟამად არ არის მზად შემდგომი გაფართოებისთვის. მაგრამ ასოცირების შეთანხმებით და იმ რეფორმებით, რაც მასთან არის დაკავშირებული, ვემზადებით იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოების პროცესი კვლავ დღის წესრიგში დადგება. ასოცირების შეთანხმებამ უკვე ბევრი რამ მოუტანა საქართველოს. ჩვენ დღეს საქართველოში ძლიერი და ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტები. ვახორციელებთ რეფორმებს ყველა სფეროში, რომლებიც ევროპულ პრინციპებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვამზადებთ საქართველოს ევროკავშირის შესაძლო წევრობისთვის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
 
რას მოუტანს ევროკავშირს საქართველოს წევრობა?
 
პირველი, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. მეორე, საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენი მეშვეობით ხორციელდება კასპიის ზღვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ევროპაში, ხდება გაზის მიწოდება ტრანს-ანატოლიისა და ტრანს-ადრიატიკის მილსადენებისთვის. გარდა ამისა, საქართველო ასრულებს ხიდის როლს აზიასთან. ჩვენ ვაკავშირებთ ევროპას ტრანს კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთანაც კი. დღეს საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, გზებში, რკინიგზასა და პორტებში, რათა ვაჭრობა ევროპასა და აზიას შორის უფრო მარტივი გახადოს.  ჩვენ ევროპას უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისითაც ვუჭერთ მხარს. ვმონაწილეობთ მალისა და ცენტრალური აფრიკის მისიებში, ავღანეთში ქართველი სამხედროების დიდი რაოდენობა გვყავს წარგზავნილი. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდამხარ.

საქართველო 2008 წელს რუსეთთან ომს აწარმოებდა, რუსულ ჯარს  დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და განთავსებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. როგორ მოქმედებს თქვენი  მთავრობა ამ ვითარებაში?

ის რომ რუსეთს 21-ე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკავებული, არის დიდი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთოევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. საქართველოს ამოცანაა ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მშვიდობა იქნეს განმტკიცებული. სამწუხაროდ, სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მძიმეა. რუსეთი აწარმოებს პოლიტიკას, რომელმაც ამ ქართული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრირება უნდა უზრუნველყოს.

ჰქონდა თუ არა ადგილი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტში შეცდომებს საქართველოს მხრიდანაც? მაგალითად 1990-იან წლების დასაწყისში საქართველოს ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აწარმოებდა ეროვნული უმცირესობების მიმართ ფორსირებულ ნაციონალისტურ პოლიტიკას.

რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია საქართველოში კონფლიქტის დაწყება.  ყველას აქვს შეგნებული, რომ შეცდომები ორივე მხარეს მოუვიდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენების განვითარებაში  ქართულ მხარეს მიუძღვოდა ბრალი. ოკუპირებული  ტერიტორიებიდან გამოდევნილ იქნა ეთნიკური ქართული მოსახლეობა, ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას. ჩვენთვის კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ მშვიდობიანი გზა არსებობს. პირველ რიგში, საჭიროა ნდობის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. საქმე ეხება შერიგებას. დე-ფაქტო ავტორიტეტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შერიგებისთვის არცთუ დიდ საშუალებას გვაძლევენ, მაგრამ ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ. ჩვენ ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ხალხს, ვთავაზობთ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას.

იღებენ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი სოციალურ დახმარებებს საქართველოში?

საქართველო სრულად გახსნილია. ქართველებს თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება არ აქვთ, ჩვენს მხარეზე გახსნილი გვაქვს. ხალხს ნებისმიერ დროს შეუძლია საქართველოს დანარჩენ რეგიონებში შემოსვლა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ავაშენეთ სავაჭრო ცენტრი, ასევე ვაშენებთ ახალ ჰოსპიტალს, რათა ადამიანები „საზღვრის“ ორივე მხარეს  მიხვდნენ, რომ საჭიროა მეტი კონტაქტი, ნდობის აღდგენა. ჩვენ გვჯერა, რომ გაერთიანებული საქართველოს დროც  დადგება.

აღნიშნულის წინაპირობა ალბათ რუსეთთან რეალური შერიგება იქნებოდა. არსებობს  რაიმე შანსი ამისთვის? საქართველო საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანებას გეგმავს, რაც მოსკოვისთვის   წითელი ნაჭრის აფრიალებაა. იქ, როგორც ცნობილია, თავს ბლოკადაში გრძნობენ. შეგიძლიათ რუსეთის შეშფოთება გაიზიაროთ?

ამ მხრივ რუსეთის პოზიცია მე სწორად არ მიმაჩნია. ვიცით, რომ ნატო-ს ალიანსი არის უსაფრთხოების და არა თავდასხმითი ალიანსი. საქმე ეხება მხოლოდ მშვიდობის   უზრუნველყოფას. საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება, რათა ამ  მშვიდობიან, უსაფრთხო განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. გაწევრიანების ჩვენი სურვილი არ არის არავის, ან ვინმეს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
 
Wiener Zeitung
"EU-Beitritt ist Hauptziel Georgiens"
Am Mittwoch haben Deutschland und andere große EU-Staaten eine schnelle Entscheidung über die Aufhebung der Visumpflicht für Georgier blockiert - manche befürchten, dass kriminelle Banden die Liberalisierung nutzen könnten. Die EU-Kommission hatte hingegen zuletzt offiziell festgestellt, dass Georgien die Voraussetzungen für die Aufhebung des Visumzwangs erfüllt. Über dieses und andere Themen hat die "Wiener Zeitung" mit dem georgischen Außenminister Micheil Dschanelidse ein Gespräch geführt.

"Wiener Zeitung": Herr Außenminister, die EU hat für Georgier eine Visa-Liberalisierung geplant, aber bis heute noch nicht ins Werk gesetzt. Wie beurteilen Sie die gegenwärtigen Beziehungen mit der EU?

Micheil Dschanelidse: Wir haben mit der Unterzeichnung des Assoziierungsabkommens 2014 einen großen Erfolg erreicht. Jetzt, nach dem 1. Juli, wird dieses Abkommen auch offiziell voll in Kraft treten. Der nächste Schritt in unserem europäischen Integrationsprozess ist die Visa-Liberalisierung. Georgien hat eine Reihe von Reformen umgesetzt. Die EU-Kommission hat bestätigt, dass wir alle relevanten Kriterien für die Visafreiheit erfüllt haben. Damit werden nicht nur georgische Unternehmer neue Möglichkeiten vorfinden. Es werden auch mehr georgische Touristen in die EU kommen. Bei der Visa-Liberalisierung gibt es wirklich keine Risiken.

Wann wird Ihrer Ansicht nach das freie Reisen für Georgier starten?

Unser Problem ist, dass die georgische Visa-Liberalisierung bis jetzt stets zusammen mit der Visa-Liberalisierung für andere Länder diskutiert wurde. Die Migrationskrise hat in der EU natürlich zusätzlich die Sensibilität in dieser Frage erhöht. Es handelt sich aber um zwei komplett verschiedene Problembereiche. Wir reden über Visafreiheit für georgische Bürger, die alle nötigen Kriterien erfüllt haben. Das hat nichts zu tun mit illegaler Einwanderung in die EU. Es handelt sich nur um touristischen Austausch. Wir rufen alle EU-Staaten und das EU-Parlament dazu auf, die Entscheidung über Georgien so bald wie möglich zu treffen - und zwar unabhängig von der Performance anderer Länder. Wir hoffen, dass das so bald wie möglich über die Bühne geht und dass Georgien nicht eine Geisel einer komplett anderen Problematik in Europa wird.

Georgien gilt als das pro-westlichste Land in der Kaukasusregion. Warum eigentlich?

Es war immer schon ein Wunsch der Bevölkerung Georgiens, der freien Welt anzugehören. Georgien war geografisch immer ein Teil Europas und wird immer ein Teil Europas sein. Jetzt wollen wir auch institutionell zu diesem Europa gehören. Wir glauben, dass die Reformen im Zuge der EU-Assoziierung unser Land stärker machen. Für uns geht es darum, dass wir zu einer Gruppe von Ländern gehören wollen, mit denen wir dieselben Werte und Interessen teilen. Dieser Kurs wird auch von der Bevölkerung in Georgien unterstützt: 85 Prozent der Bevölkerung wollen laut Umfragen die europäische Integration des Landes. Die Menschen glauben an den europäischen Begriff von Freiheit und an die europäischen Werte.

Derzeit befindet sich die EU aber in einer großen Krise, die so schnell nicht zu enden scheint. Statt weiterer Erweiterungsschritte gibt es Zerfallstendenzen. Ein EU-Beitritt Georgiens scheint völlig außer Sichtweite. Ist die georgische Politik da nicht auf Wunschdenken aufgebaut? Wo sehen Sie eine echte Chance für Georgien auf einen EU-Beitritt?

Wir wissen durchaus, dass Europa derzeit für weitere Erweiterungsschritte nicht bereit ist. Aber mit dem Assoziierungsabkommen und mit den Reformen, die mit ihm verbunden sind, bereiten wir uns auf den Moment vor, an dem die EU-Erweiterung wieder an Fahrt gewinnt. Das Assoziierungsabkommen hat Georgien schon eine Menge gebracht. Wir haben in Georgien heute bereits starke demokratische Institutionen, die funktionieren. Wir setzen Reformen in allen Bereichen um, die mit den europäischen Prinzipien verbunden sind. Wir bereiten Georgien auf die eventuelle EU-Mitgliedschaft vor. Ein EU-Beitritt ist das Hauptziel Georgiens.

Was würde ein georgischer Beitritt der EU bringen?

Erstens ist die EU bereits heute für Georgien der Handelspartner und Investor Nummer eins. Zweitens ist Georgien für die Energiesicherheit Europas wichtig. Wir leiten Gas aus kaspischen Gasvorkommen nach Europa, pumpen Gas zu den transanatolischen und transadriatischen Pipelines. Zudem fungiert Georgien als Brücke nach Asien. Wir verbinden Europa mit dem Transkaukasus, mit Zentralasien und sogar mit dem Fernen Osten. Georgien investiert heute eine Menge in Infrastruktur, in Straßen, Eisenbahnstrecken und Häfen, um den Handel zwischen Europa und Asien einfacher zu machen. Wir unterstützen Europa auch sicherheitspolitisch, nehmen an den Missionen in Mali und Zentralafrika teil, haben in Afghanistan eine große Anzahl an Soldaten eingesetzt. Wir stehen also Schulter an Schulter mit unseren europäischen Partnern.

Georgien befand sich 2008 im Krieg mit Russland, russische Truppen stehen heute in Abchasien und Südossetien. Wie geht Ihre Regierung mit dieser Situation um?
 

"EU-Beitritt ist Hauptziel Georgiens"